სუარესის გოლი 88-ე წუთზე და "ატლეტიკო" თითქმის ჩემპიონია

AutoSharing Option
ლა ლიგის ფინიში მართლაც თრილერს დაემსგავსა, ბოლოსწინა, 37-ე ტურში ლიდერი "ატლეტიკო" სახლში 0:1 აგებდა "ოსასუნასთან", მაგრამ 82-ე წუთზე რენან ლოდიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე ლუის სუარესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

თანაქალაქელების ფეხის დაცდენის შემთხვევაში "რეალი" გაპირველდებოდა, რომელმაც ნაჩოს გოლით სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბილბაო".

"ბარსელონამ" მოახერხა და "ნოუ კამპზე" ლეო მესის გოლით დაწინაურების შემდეგ 1:2 წააგო "სელტასთან" - დუბლი სანტი მინამ შეასრულა.

23 მაისს, "ატლეტიკო" უკანასკნელ ტურში გასვლაზე "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, პრიმერას მოიგებს.

იმავე დღეს "რეალი" "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო
"ბარსელონა", რომელიც ჩემპიონობისათვის ბრძოლას გამოეთიშა, სტუმრად "ეიბარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კუმანის გათავისუფლებას, მოყვება ისევ სიტუაციის დაძაბვა, ფეხბურთელების გაშვება და ასე შემდეგ. აღარ უნდა დამთავრდეს ბარსაში ეს მდგომარეობა? სიმართლე გითხრათ, ბარსა ხომ მეცოდება ასეთ დღეში, რომ არის და ყველაზე ძალიან მენანება, მესის დაკარგული ყოველი წამი, ამ უიღბლობების გამო. რა კარგ ხასიათზე იყო ლეო თასის მოპოვების დროს, უხაროდა იცინოდა. ეხლა ისევ დაუბრუნდება, თავის ჩვეულ გულჩათხრობილობას და აღარაფრის ხალისი აღარ ექნება. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მე, რომ ლეოსი ვიყო, ყველას ხელს დავუქნევდი და ვეტყოდი, სულ კარგად! არავინ არაფრის ღირსები არ არიან.
barsa mesi
15:47 17-05-2021
0
ბარსას გარდა თუკი ვინმეს მოგება გამიხარდებოდა ეს მხოლოდ ატლეტიკოა! სუარესი ასიანი იმსახურებს ამ უდიდეს ტრიუმფს!
BARCA
08:53 17-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული