ბეილი მომავალ წელს კარიერის დასრულებას აპირებს

AutoSharing Option
AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი გარეთ ბეილი კარიერის დასრულების საკითხს განიხილავს.

31 წლის უელსელი "ტოტენჰემიდან" "რეალში" დაბრუნებას და კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2022 წლამდე "ბლანკოსის" რიგებში დარჩენას გეგმავს.

ამის შემდეგ, კი ესპანური გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელმა შეიძლება კარიერაც დაასრულოს.

ამ ეტაპზე, გარემარბი სრულად კონცენტრირებული ევროპის ჩემპიონატზე გახლავთ.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უელსელმა მოედანზე 899 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბათუმში რო გეცადა გეგუჩაძესთან არა?
გარეთ
18:46 21-05-2021
1

სიახლეები პოპულარული