მესიმ ამ სეზონში ბევრი ითამაშა, მას ეს დასვენება ნამდვილად სჭირდება, მანამ, სანამ კოპა ამერიკა მოახლოვდება, ლეომ კი იქ გული და სული უნდა ჩადოს, რადგან "ალბისელესტესთან" ერთად ჩემპიონი გახდეს.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ შესაძლოა ლეგენდისთის კატალონიური კარიერა დასრულდეს, რადგან სერიოზულად მისი საუბრები იმის შესახებ, რომ მესი გუნდიდან წასვლას აპირებს.
მართალია გუნდის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მის დასატოვებლად
ყველაფერს აკეთებს (მესის საუკეთესო მეგობარი აგუერო იყიდა), თუმცა წასვლის ვარიანტი მაინც რეალურია.
მისით "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერედება, ფრანგულმა კლუბმა ლეოს შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა არგენტინელი არცერთი კლუბით არაა დაინტერესებული მანამ, სანამ "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებები არ შედგება, რათა მან გაიგოს კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია და გეგმები.
ფრანგებთან ერთად მესის "ქალაქელებიც" ელოდებიან, თანაც მათ ამის კარგი შესაძლებლობა აქვთ, ბოლოს და ბოლოს გუნდში პეპ გვარდიოლა ჰყავთ.