მესიმ "ბარსელონა" მანამ დატოვა, სანამ მისი მომავალი გადაწყდება

AutoSharing Option
ლიონელ მესისთვის სეზონი დასრულდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალ კუმანმა არგენტინელს მისცა საშუალება, რათა დაესვენა, ამრიგად, ის "ბარსას" ბოლო თამაშში, სადაც გუნდი "ეიბარს" შეხვდება არ იქნება.

მესიმ ამ სეზონში ბევრი ითამაშა, მას ეს დასვენება ნამდვილად სჭირდება, მანამ, სანამ კოპა ამერიკა მოახლოვდება, ლეომ კი იქ გული და სული უნდა ჩადოს, რადგან "ალბისელესტესთან" ერთად ჩემპიონი გახდეს.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ შესაძლოა ლეგენდისთის კატალონიური კარიერა დასრულდეს, რადგან სერიოზულად მისი საუბრები იმის შესახებ, რომ მესი გუნდიდან წასვლას აპირებს.

მართალია გუნდის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მის დასატოვებლად
ყველაფერს აკეთებს (მესის საუკეთესო მეგობარი აგუერო იყიდა), თუმცა წასვლის ვარიანტი მაინც რეალურია.

მისით "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერედება, ფრანგულმა კლუბმა ლეოს შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა არგენტინელი არცერთი კლუბით არაა დაინტერესებული მანამ, სანამ "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებები არ შედგება, რათა მან გაიგოს კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია და გეგმები.

ფრანგებთან ერთად მესის "ქალაქელებიც" ელოდებიან, თანაც მათ ამის კარგი შესაძლებლობა აქვთ, ბოლოს და ბოლოს გუნდში პეპ გვარდიოლა ჰყავთ.


მკითხველის კომენტარები / 5 /
არა მგონია მესიმ ბარსა დატოვოს. ბარსაში დაიწყო და ბარსაშივე ჩამოკიდებს ლურსმანზე ბუცებს.
გია
15:45 22-05-2021
0
ბარსელონას გულშემატკივარი ვარ რაც თავი მახსოვს და ისე არ მინდა მოვკვდე სტატია არ წავიკითხო ბარსაში ქართველი გადავიდაო, ლაპორტას იქნებ წასცდეს ხელი ერთჯერ მაინც გთხოვ..
აჩი***
00:21 23-05-2021
0

სიახლეები პოპულარული