"ბარსელონა" "ლივერპულის" ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" 30 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, "ბარსელონასთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მორეტოს მტკიცებით, ვეინალდუმის "ბარსაში" გადასვლას მხარი მწვრთნელმა რონალდ კუმანმა და კაპიტანმა ლეო მესიმ დაუჭირეს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, დღეს ფეხბურთელის აგენტი ხამფრი ნიიმანი და იურისტი იან კაბალტი კატალონიური კლუბის ოფისში იმყოფებოდნენ და ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

პრემიერლიგაზე გასულ სეზონში ვეინალდუმმა 38 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Es fexburteli magari daufasebelia chemi azrit
Milani
17:42 26-05-2021
0

სიახლეები პოპულარული