ზიდანი "რეალიდან" სამჯერ წავიდა და 42 მილიონი იზარალა

AutoSharing Option
დღეს 48 წლის ზინედინ ზიდანმა "რეალთან" მოქმედი ხელშეკრულება პირადი ინიციატივით გაწყვიტა.

La Razón-ის ცნობით, ის კარიერის მანძილზე ასე მესამედ მოიქცა და საერთო ჯამში 42 მილიონი ევრო იზარალა.

2006 წლის აპრილში ზიდანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. არადა, მას "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდებოდა და ამ პერიოდში 6 მილიონს მიიღებდა.

ზიდანი 2018 წლის 31 მაისს, მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ გადადგა და შემდგომი ორი სეზონის მანძილზე კონტრაქტის მიხედვით ასაღებ 24 მილიონზე უარი თქვა.

ახლა გუნდი ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი
წლით ადრე დატოვა - ამ პერიოდში 12 მილიონს აიღებდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქეშბექი არ მისცა მერე ბაბუმ?!იზარალა არა ტოლმა....ცოტა დაუფიქრდით რას წერთ მუქთად წავიდა არა იხვი,ერთი მაურინიო წავიდა მუქთად მეორე ეს მინიმუმ ამის ნახევარი ქეშად გაუსწორა პერესმა,ნახევარი ჯიბუკაში ატაკა
გულშემატკივარი
21:59 27-05-2021
12
ყელში ამოვიდა ამდენი, გადასვლა-გადმოსვლა, თუ ფეხბურელების, თუ მწვრთნელების. ბოლოსდაბოლოს, ფეხბურთი ჭადრაკის თამაშია? ვინ სად ხტუნაობთ, კაცი ვერ გაიგებს.
გია
22:20 27-05-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული