"ლიონის" 27 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი მემფის დეპაი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და მისი ხელში ჩაგდება "ბარსელონას" სურს.
"ბარსამ" გაითვალისწინა ჟორჟინიო ვეინალდუმის ჩაშლილი ტრანსფერი, რომელმაც პირი უტეხა და პსჟ-ში გადავიდა და დეპაის გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.
კატალონიური კლუბი მემფისს სამწლიან კონტრაქტს უკეთესი პირობებით სთავაზობს.
დეპაიმ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 20 გოლი (12 პენალტით) გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.