"ბარსა" ვეინალდუმიდან იტალიელზე გადაერთო

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ჟორჟინიო ვეინალდუმის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ ახალ ფეხბურთელზე გადაერთო.

As-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" "რომასა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინის შეძენას ცდილობს.

რომაულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი მომავალ წელს სრულდება, რაც კატალონიელებს აძლევს საშუალებას, 24 წლის იტალიელი, შედარებით, დაბალ ფასში იყიდონ. ესპანურ გრანდში ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვასაც განიხილავენ.

იტალიის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ სეზონში პელეგრინიმ 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული