"რაიოს" რიგებში ზიზუს შვილი ლუკა თამაშობს და ფრანგიც ცოლთა ერთად ვაჟის თამაშზე დასასწრებად მიდიოდა, როცა ტელეკომპანია Directo Gol-ის ჟურნალისტი მას მიესალმა და პირდაპირ შეკითხვა დაუსვა. ზიდანი თავიდან რეპორტიორს იგნორს უკეთებდა, შემდეგ კი მას უხეშად მიმართა...
"ისევ იმავე იდიოტურ შეკითხვას მისვამ? სამარცხვინოა, რასაც აკეთებ.
"შენ ყოველთვის ასე იქცევი. ხომ მიცნობ, მეც გიცნობ, მოდი და კამერების გარეშე დავილაპარაკოთ", - მიმართა ზიდანმა.
მოგეხსენებათ, ზიდანმა "რეალიდან" წასვლის შემდეგ AS-ში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კლუბის მხრიდან მხარდაჭერის არქონაზე ისაუბრა. ამ საკითხის ირგვლივ კი უამრავი შეკითხვა გაჩნდა.
მაგრამ, ბუნებრივია, ყველაფერს თავისი ფორმა აქვს და ოჯახის წევრებთან, ცოლთან ერთად მყოფ ადამიანს ყელში არ უნდა ამოუყვანო...
მომზადებულია Sport Bible-ის მიხედვით