24 წლის არგენტინელი ნახევარმცველი როდრიგო დე პაული "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდა.
"როხიბლანკომ" "უდინეზეს" ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაუხადა, თავად ფეხბურთელს კი ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
დე პაულს არგენტინის ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული. ის "უდინეზეში" 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ 184 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა.