ლაპორტა: ამ ბიჭის ვერაფერი გავიგე...

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გუნდის 18 წლის ნახევარმცველ ილიაშ მორიბას შესახებ გააკეთა და განაცხადა, რომ ვერ ხვდება, ამ ბიჭს რა უნდა...

"ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ფეხბურთელი აქ გაიზრდა, ახლა კი სარგებლის მიღებას იმ ფაქტით ცდილობს, რომ მისი კონტრაქტი მომავალ წელს იწურება. ასეთ მოქმედებას არ მივიღებთ. რაც ახლა ხდება, ეს ყველასთვის განკუთვნილი გზავნილია. თუ ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელს არ აწერს, ნიშნავს, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

მორიბა ძირითად გუნდში ვერ ითამაშებს, შემდეგ კი სხვა კლუბში გადავა. თუ ვინმეს წასვლა უნდა, ამის
გაკეთება ისე შეიძლება, ჩვენც რომ გვაწყობდეს.

ილიაში ბრწყინვალე ფეხბურთელია და ესმის, რაც ხდება. "ბარსამ" მას შესაძლებლობა მისცა, მან კი ანალოგიურად არ გვიპასუხა. იმედი მაქვს, რომ ის და მისი გარემოცვა კარგად დაფიქრდებიან. ვერ ვხვდები, რა უნდა, რას აკეთებს. იმედია, ასეთი რამ ჩვენს აღზრდილებთან დაკავშირებით მეტჯერ აღარ მოხდება", - თქვა ლაპორტამ.

გასულ სეზონში მორიბამ ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა ამ გაღორებულ მორიბას, რას ეხვეწებით? გაუღეთ კარები და ჰაიდააა. ჯერ ლაწირაკია და უკვე რამხელა ამბიციები აქვს ბიჭუნის? ასეთების ადგილი ბარსაში არ არის!
ბარსა
13:41 03-08-2021
5
ამ კოვიდის თუ ეკონომიური კრიზისის ფონზე, ეს ლაწირაკი რომელმაც სამი თამაში ჩაატარა ბარსაში და მწვრთნელმა შეაქო უცებ მოვიდა მადაზე და ხელფასის გასამმაგება მოითხოვა გესმით? მაშინ როცა ყველა ვეტერანს თუ ახალ მოსულებს ეხვეწებიან რო ხელფასი შეიმცირონ და დაეხმარონ გუნდს საგადასახადო უწყისის შემსუბუქებაში, რის გარეშეც მესისაც კი ვერ აფორმებენ. ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან და თავისი აგენტების(გესმით 18 წლის ბავშვს ორი აგენტი ყავს) მეშვეობით თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს, ისე რო უკანდახევას არ აპირებს.
დავითი
16:18 03-08-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული