მბაპეს ტრანსფერის გამო "რეალი" 4 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ყველაფერს გააკეთებს, რათა პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე ხელში ამ ზაფხულშივე ჩაიგდოს.

"ბლანკოსი" რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს, რათა ფრანგის საყიდლად საჭირო რესურსები მოიძიოს.

"რეალი" ისურვებდა გარეთ ბეილთან, ისკოსთან, მარტინ ედეგორსა და ლუკა იოვიჩთან განშორებას. განსაკუთრებული პრიორიტეტი პირველი ორია, რომელთაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ.

"31 აგვისტოს ბოლო წუთებამდე არ იქნება ცნობილი, თუ ვინ მიდის და ვინ მოდის. მთავარი მიზანი მბაპეს გაფორმებაა. ამისათვის "რეალმა" ისკო, ბეილი და სხვები თავიდან უნდა მოიშოროს.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე ვერავინ
იტყვის, თუ ვინ დარჩება "თეთრების" რიგებში,"- ციტირებს საკითხებში გარკვეულ წყაროს ბრიტანული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული