"ბარსელონამ" 3 ფეხბურთელი დაარეგისტრირა - მადლობა პიკეს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ მემფის დეპაი, ერიკ გარსია და რეი მენია კლუბის წევრებად დარეგისტრირდნენ, ამრიგად, 15 აგვისტოს ისინი ლა ლიგის 1-ელ ტურში მონაწილეობას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას "ბლაუგრანას" არცერთი ახალწვეული რეგირტირებული არიყო, თუმცა ახლა კატალონიელებს ორი უფასო ტრანსფერის ემერსონისა და სერხიო აგუეროს დასრულებაღა დარჩათ.

როგორც ხელმძღვნაელობამ განაცხადა, ამ ყველაფერში ლომის წვლილი ხერარდ პიკემ გაიღო, რომელმაც ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეიმცირა, ამასთან ერთად, როგორც ცნობილია, ამ საკითხზე მოლაპარაკებები სერხიო ბუსკეცთან და ჟორდი ალბასთან მიმდინარეობს.

პიკეს ხელფასის დაკლებასთან ერთად "ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ფეხბურთელების
სია, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს - ტობიდო, ფრანცისკო ტრინკაო, კარლეს ალენია და ფუენტე, "ბლაუგრანამ" მათი გაშვება თუ განათხოვრებით 37.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, კატალონიელები ლა ლიგის 1-ელ შეხვედრას ხვალ, 15 აგვისტოს, "სოსიედადის" წინააღმდეგ თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
პიკე ეგეთი აქტიურობა მესის დარჩენაზე გამოგეჩინათ. ვკითხულობთ და ნერვები გვეშლება, თურმე ესენი უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან ვიდრე ლეო მესი .ბარსას ყველანაირი ემბლემს, სურათები და ყველაფერი რაც მაკავშირებდა ამ გუნდთან ეგრევე სანაგვეში მოვისროლე.
goCa
15:50 14-08-2021
22
პიკე შე აფერისტო შაკიროვნა.
კ.
12:52 16-08-2021
2

სიახლეები პოპულარული