ბრეიზუეითმა მესის ნაცვლად ლიდერობა ითავა - დუბლი და საგოლე გადაცემა სოსიედადთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 4:2 დაამარცხა.

მესის გუნდიდან წასვლის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა 30 წლის დანიელმა თავდამსხმელმა მარტინ ბრეიზუეითმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სხვათა შორის, მან გასულ სეზონში პრიმერას 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნამატჩევს მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ "ბარსა" უფრო გუნდური გახდა, მაგრამ ერჩივნა გუნდში მესი ჰყოლოდა.

22 აგვისტოს "ბარსელონა" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - სოსიედადი 4:2
გოლები: 1:0 პიკე (19), 2:0 ბრეიზუეითი (45+2), 3:0 ბრეიზუეითი
(59), 3:1 ლობეტე (82), 3:2 ოიარსაბალი (85), 4:2 სერხი რობერტო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბრეიზუითი არა კვახი
პაატა
08:30 16-08-2021
0
მესის ვერავინ შეცვლის! ესეთები ათასში ერთი თუ დაიბადება! ბრეიტვეტების მსგავსები ოხრად იქნებიან.
გია
10:05 16-08-2021
0

სიახლეები პოპულარული