კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ფილიპე მოედანზე მეტ თავისუფლებას მიიღებს. ამასთან ერთად, კოუტინიო მომდევნო სეზონიდან 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. შეგახსენებთ, 13 წლის განმავლობაში ეს ნომერი მესის ეკუთვნოდა.
ფეხბურთელი კი თვლის, რომ ეს მასზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს. ამიტომ შესაძლოა საერთოდაც უარი თქვას ამ პრესტიჟულ და მეტად საპასუხისმგებლო ნომრით თამაშზე. ყველაფერს დრო გაარკვევს, მანამდე კი შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ კლუბის
ახალი "ათიანი" უკვე შეარჩია.
მომზადებულია sports-ის მიხედვით