"ბარსელონამ" ახალი "ათიანი" შეარჩია

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს თქმით, მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გუნდი დატოვა, "ბარსელონა" მზადაა ბრაზილიელ კოუტინიოს უკანასკნელი შანსი მისცეს.

კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ფილიპე მოედანზე მეტ თავისუფლებას მიიღებს. ამასთან ერთად, კოუტინიო მომდევნო სეზონიდან 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. შეგახსენებთ, 13 წლის განმავლობაში ეს ნომერი მესის ეკუთვნოდა.

ფეხბურთელი კი თვლის, რომ ეს მასზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს. ამიტომ შესაძლოა საერთოდაც უარი თქვას ამ პრესტიჟულ და მეტად საპასუხისმგებლო ნომრით თამაშზე. ყველაფერს დრო გაარკვევს, მანამდე კი შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ კლუბის
ახალი "ათიანი" უკვე შეარჩია.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
ლე მესის მაისურებს, რომ ყიდით ჯერ კიდევ, იმ ფულებს კარგად იჯიბავთ? ლეოს თავისი კუთვნილი ვალი დაუბრუნე, აფერისტო ლაპორტა.
გ.
15:58 18-08-2021
7
ლაპორტა შე უმაქნისო გაიძვერა! რაც არ უნდა 10-ი ნომერი მოირგოს რომელიმემ, ვერასოდეს, ლეო მესი ვრ გახდებიან. როგორც პიროვნება გაქნილი თაღლითი ყოფილხარ! შენთან შედარებით ბართომეუ ანგელოზი ყოფილა, მაგან მესი მაინც არ გაუშვა, შენ კი, ფუ.
გია
15:07 18-08-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული