"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი

AutoSharing Option
სევილიის "ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ლა ლიგის" მეორე ტურში "კადისთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ საკუთარი აზრი ტურნირის შესახებ გამოთქვა...

"მსაჯებმა, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა - ყველამ ძალღონე არ უნდა დავიშურითო, რათა "ლა ლიგა" ასეთი სამარცხვინო აღარ იყოს. შეკრებებზე, მსაჯები გვეუბნებოდნენ, რომ ევროპაში ყველაზე ნელი ლიგა გვაქვს.

ხალხს წარმოდგენის ხილვა უნდა, ჩვენ კი ამას ვერ ვდგამთ... სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ყველაზე მეტად კლავენ დროს, ყველაზე მეტად სიმულირებენ - უბრალოდ სამარცხვინოა.

წარმოდგენა - ეს სწორედ ისაა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ადამიანები ბილეთებში ფულს
იმიტომ იხდიან, რომ რაღაც საინტერესო ნახონ,"- განაცხადა პელეგრინიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეჰ, შენ ევროპის ყველა ლიგას არ იცნობ, მანუელ ჩემო, თორემ მაგას არ იტყოდი....
მაშასადამე ევროპელი
22 აგვისტო 2021 11:58
3
პელეგრინ! მესის მერე, ლა ლიგაში სანახაოებრივ სპექტაკლებს დაემშვიდობეთ.
გია
22 აგვისტო 2021 11:59
13
ლა ლიგა მკვდარია!
ასეა
22 აგვისტო 2021 16:03
1
აუფ, აბა ყველა ეროვნული ლიგის დონის ხომ ვერ იქნება
შაკო
22 აგვისტო 2021 16:19
3
ამას ჩვენი ლიგა უნდა აჩვენო
roma
22 აგვისტო 2021 13:21
1
სიმულაცია,იტალიელების მოგონილია და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად ის გამიკვირდა,რომ არც ერთ იტალიელს არ უცდია სიმულაციის წყალობით რაიმეს მიღწევა.ამიტომაც იყო მათზე ალალი,ჩემპიონობა.
სოსო
22 აგვისტო 2021 13:03
2
ყველაზე მაგარი ლიგაა
Goga
22 აგვისტო 2021 15:29
7

სიახლეები პოპულარული