"ბარსელონამ" გადაწყვიტა თავდამსხმელი უსმან დემბელე გუნდში დატოვოს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით" იტყობინება.
"ბარსა" დემბელესთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მალე კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო დემბელეს ოთხი თვე გაუცდებოდა და ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები დატოვა. მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული.
გასულ სეზონში დემბელემ ლა ლიგის 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ევროპირველობაზე 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.