გაძევებული ფ. დე იონგი და კუმანი და "ბარსას" მორიგი დაკარგული ქულები

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-6 ტურში "კადისისა" და "ბარსელონას" მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმრები საუცხოოდ ისევ ვერ გამოიყურებოდნენ. მსაჯმა 61-ე და 65-ე წუთებზე ყვითელი ბარათი უჩვენა ფრენკი დე იონგს და გააძევა, რაც, ცოტა არ იყოს, საკამათო იყო. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

90+7-ე წუთზე არბიტრმა "ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანიც გააძევა, რომელმაც ნამატჩევს დაიჩივლა, რომ ესპანეთში არაფრის გამო აძევებენ, 7 მოთამაშე აკლია, რეალურად უნდა შეაფასონ სიტუაცია, თუ იგებენ, ის აგრძელებს მუშაობას, ხოლო თუ აგებენ - ახალი მწვრთნელი უნდა მონახონ.

"ბარსამ" ბოლო 3 შეხვედრიდან 1 წააგო და 2 ფრედ დაასრულა, ლიდერ "რეალს" 7 ქულით ჩამორჩება (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 26 სექტემბერს "ლევანტეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სასწაული უნდა მოხდეს ბარსა რომ ოთხეულში შევიდეს, ჩემპიონთა ლიგაზე აღარაფერს ვიძახი.კუმანმა მთლიანად დაშალა გუნდი, დიდი დღე არ უწერია არც მას და არც მის მოყვანილ ჰოლანდიელებს, ტიპმა სპეციალურად გააშვებინა სუარესი რომ დეფაი მოეყვანა, შემდეგ გრიზმანი გაუშვეს და დე იონგი მოიყვანა.
მამუკა
04:56 24-09-2021
2
კუმანი ამავეს უკეთებს ბარსას რაც გაუკეთა ვალენსიას. ვალენსიელები კუმანის მერე ვერადავერ დადგნენ ფეხზე მიუხედავად გამონათებებისა. ბარსა ვალენსიაზე დიდი გუნდია და ვფიქრობ უფრო იოლად გამოვლენ კრიზისიდან
ზვიადი
12:01 24-09-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული