"სიტუაცია უმძიმესია..." - პიკემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-6 ტურში "კადისისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 0:0 დასრულდა.

5 მატჩის შემდეგ კატალონიელები პრიმერა დივიზიონში მე-7 ადგილს იკავებენ, ლიდერ "რეალს" კი 7 ქულით ჩამორჩებიან (1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

არასასურველი შედეგის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ჟერარდ პიკემ გააკეთა:

მე "ბარსელონას" მაისური იმისთვის არ მაცვია, რომ ვიყო მე-2 ან მე-3. აქ იმისთვის ვარ, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლო. ხანდახან ასეთ მომენტებთან გამკლავება გიწევს. ჩვენ გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობთ. სიტუაცია უმძიმესია...

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სეზონის საშინელი სტარტისა, ტიტულისთვის მაინც ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად ვარჯიში გვჭირდება.
ეჭვგარეშეა, რომ ბოლო დახარჯვაა საჭირო.

გულშემატკივრები და დახმარება გვესაჭიროება" - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, "ბლაუგრანა" ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას "ლევანტეს" წინააღმდეგ 26 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გამართავს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს ბარსელონა ფულის შოვნაზეა გადასული
გრიგოლი1408
15:47 24-09-2021
3
პიკე! თქვენ ბარსას ფეხბურთელები ერთ მუშტად, რომ შეკრულიყავით და მესის მხარში დადგომოდით , დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდით, მთავარი ბარსას სახე და ლიდერი გაწირეთ, ისე, რომ პროტესტიც არ გაგიკეთებიათ, იგივე ჩნორიკა კატალონიელებსაც ვგულისხმობ. კუმანის კომენტარი წავიკითხე, მესის შესახებ: მესის გვერდით ახალგაზრდა ფეხბურთელები, საუკეთესოები ხდებოდნენო, ვარჯიშის შემდეგ ყველა იღლებოდნენო და ლეო ისევ აგრძელებდა ვარჯიშსო. ნუ ერთი სიტყვით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კუმანმა. შე კაი ადამიანო, მერე ამოგეღოთ ხმა და რაღაცა გეღონათ. მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი, რა დღეში ჩააგდეთ პრეს კომნფენცერიაზე თავი, რომ ვეღარ შეიკავა მოძალებული ემოციებისგან. ამას ვერასოდეს დავივიწყებ.
გია
12:14 24-09-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული