გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდ კუმანი "ბარსელონას" რამდენიმე დღე არ დატოვებს. როგორც ცნობილია, ნიდერლანდელი სპეციალისტის ბედს ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრა გადაწყვეტს. შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს "ბლაუგრანა" მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრება.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ბენფიკასთან" 0:3 განადგურდა, თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ჟოან ლაპორტა კუმანის გათავისუფლებას ჯერ კიდევ არ აპირებს.
ამრიგად, ნიდერლანდელი სპეციალისტის ბედს ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება გადაწყვეტს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
"მწვრთნელის გათავისუფლება ყველაზე მარტივი ხერხია..." - ბუსკეტსი ალაპარაკდა