"მარკა" იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" დამამცირებელი მარცხის (0:3) შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მწვრთნელის, რონალდ კუმანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
კუმანი "ბარსას" 2 ოქტომბერს ლა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" გასვლით მატჩში უხელმძღვანელებს და თუ რაიმე სიურპრიზი არ შემოგვთავაზა, სამსახურიდან დაითხოვენ.
კუმანს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ცალმხრივად გაწყვეტის გამო ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის კომპენსაციის სახით 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. პლუს, თანხას კუმანის თანაშემწეებიც მიიღებენ.
ლაპორტას ახლავე სურდა კუმანის გადაყენება, მაგრამ ჯერ მისი შემცვლელი არ მოუძებნია, ხოლო სანაკრებო პაუზისას
ახალი თავკაცი გუნდში არსებული სიტუაციის მეტ-ნაკლებად გაცნობას მოახერხებს.