"არასდროს შემადაროთ მას, ჩვენ თანასწორები არ ვართ..." - კარიმ ბენზემა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ "სამეფო კლუბის" ყოფილ თავკაც, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

"მე ჩემს თავს ზინედინ ზიდანს ვერასდროს შევადარებ, ვერ ვიტყვი, რომ ისევე ვთამაშობ, როგორც ამას "ზიზუ" აკეთებდა. მე მასსა და რონალდოს დიდ პატივს ვცემ, მათგან მხოლოდ შემიძლია ვისწავლო რასაც ისინი აკეთბდნენ. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ, ზიდანი ყოველთვის მზადაა დამეხმაროს. არასდროს შემადაროთ მას, ჩვენ თანასწორები არ ვართ" - ციტირებს L'Equipe კარიმის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბენზემა "ბლანკოსში" "ლიონიდან" 2009 წელს გადავიდა. ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საწყის 7 შეხვედრაში
ფრანგმა თავი 8 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ...... კაცი ყოფილა!1 იმიტომაც თამაშობს კარგად
მაინც .............. მარადონა
15:51 02-10-2021
5
სკრომნასტ უკრაშაეტ...ნო უკრაშაეტ ტეხ უ კატორიხ ნეტ დრუგიხ უკრაშენიი. ეს ისე ლირიული გადაზვევა თორე აღტაცებულიც კი ვარ მისი თავმდაბლობით, მადლიერების გრძნობით
0

სიახლეები პოპულარული