სტადიონის დატოვებისას კუმანს გულშემატკივრები დაუხვდნენ

AutoSharing Option
"ელ კლასიკოში" 1:2 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს გულშემატკივრები დაუხვდნენ, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით ტოვებდა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას.

ფანები მანქანას გარს შემოერტყნენ, ხელებს ურტყამდნენ და წაგების გამო ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. კუმანმა თავის დაღწევა მოახერხა.

კლუბმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, ქომაგთა საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მსგავსი ინციდენტი არ განმეორდეს, ზომებს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოჰ, რა არის ბუმერანგი? კუმანს როგორ შემოუტრიალდა, სუარესის გამო? ეხლა რიგში ლაპორტაა, მესის გაშვებისთვის. ასეა არავის შერჩება ცოდვები, ისე ლენჩი ფეხბურთელების ბრალიც არის, ერთის და მეორის გაშვებაც, ეგენი ერთ მუშტად, რომ შეკრულიყვნენ და პროტესტი გამოეცხადებინათ ხელმძღვანელობისთვის, ამ დღეში არ ჩავარდებოდა ბარსა დღეს, რა დღეშიც არის გუნდი. მთავარი მამოძრავებელი "ღერძები" მოხსნეს და დაშალეს და იმკიან იმას რაც დათესეს.
3
ეეეჰ "ჩემო საწყალო" ბარსაააა, რა დრო დაგვიდგაააა... ყველა ყვავ ყორან მაწანწალა "შეგვაჯდა" დაჭრილ ფრთებზე და გვკორტნის დაუნდობლად!!! "ტიტანები" გავაქციეთ დააა!!!
Laozy
06:27 25-10-2021
7

სიახლეები პოპულარული