Elgoldigital: მამარდაშვილი “ვალენსიას” მომავალია! სილესენი, დიდი ალბათობით, “ღამურებს” დატოვებს

AutoSharing Option
Elgoldigital-ი იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, პსჟ-ის 28 წლის ესპანელი მეკარე სერხიო რიკო ნაახალწლევს "ვალენსიაში" გადავიდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსიაში" მეკარეების პოზიციაზე კრიზისია და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს სერხიო რიკოს დამატების სურვილი აცნობა. სერხიო პარიზულ გუნდში 2019 წლიდანაა, მაგრამ კეილორ ნავასისა და ჯანლუიჯი დონარუმას ჩრდილში იმყოფება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ აქვს. ამიტომ "სევილიას" ყოფილი გოლკიპერი იანვარში ლა ლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ამისათვის "ღამურების" სამი მეკარიდან ერთ-ერთმა გუნდი უნდა დატოვოს.

"ამჟამად "ვალენსიაში" კარის სამი დარაჯია: იასპერ სილესენი, გიორგი მამარდაშვილი და
ხაუმე დომენეკი. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი და სილესენი თამაშობდნენ, უფრო ხშირად - ექსბარსელონელი. ახალგაზრდა ქართველს მესამე დივიზიონის "მესტალიაში" უნდა ეასპარეზა, თუმცა რამდენიმე ამხანაგური მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და ბორდალასი თავის კლასში დაარწმუნა. ის დღემდე არ აცრუებს იმედებს და ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ მომავლის კიპერი გახდება. ბორდალასს გიორგის შენარჩუნება სურს, ვინაიდან პერსპექტიულია და ნიდერლანდელივით მაღალანაზღაურებადი არ არის", - წერს Elgoldigital-ი.

გამოცემის მტკიცებით, ბორდალასმა უკვე გადაწყვიტა სილესენის გაშვება და სერხიო რიკოს ელის.
ნიდერლანდელს "აიაქსი" უკან ეპატიჟებოდა, სხვა კლუბები კი მისი სამსახურით დაინტერესებულები არ არიან, რადგან მაღალი ხელფასი აქვს და დამაჯერებელი ვერაა.

როგორც კი სილესენის საკითხს გადაჭრის, "ვალენსიას" ხელმძღვანელობას შეეძლება რიკოს ტრანსფერი გაჩარხოს და კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით იჯარით აიყვანოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენ გვაინტერესებს ვალენსიას მეკარის ამბავი მამარდაშვილის გამო თორემ სილესენის ბრალი არაფერია. მთლიანი გუნდი არის ძალიან სუსტი და რაც მოიგო იმ თამაშებშიც გაუმართლა.ეხლა მაგათ ვერც სილესენი უშველის, ვერც რიკო და ვერც დე ხეა.
Guji
23:30 31-10-2021
2
სილესენი მამარდაშვილზე უკეთესი გოლკიპერი რომაა რად უნდა მაგას ფიცი მტკიცი, ლორიას არ ცვლიან ცოცხალი თავით და თქვენ გინდათ სილესენი შეცვალონ?!
gocha
09:26 01-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული