ლა ლიგის მე-13 ტურში "სელტა" და "ბარსელონა" დაზავდნენ - 3:3.
„ბარსელონამ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და 3:0 მოიგო. ცნობისათვის, აქამდე 6 გასვლით მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. კვლავ გაიტანა ფატიმ, მაგრამ ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ერიკ გარსიასთან ერთად შეცვალეს. მას მარცხენა მენისკის გამო საკმაო ხანი მოუწია უქმობა, ახლა კი მარცხენა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო. as-ის მტკიცებით, ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ გასახდელში ანსუ უხასიათოდ იყო, თანაგუნდელები ამხნევებდნენ და სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე გაუცდება.
მეორე ტაიმში "სელტამ" შეუტია, ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ფრეს მიაღწია.
„ბარსა“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 17 ქულით მე-9 ადგილზეა და 21 ნოემბერს, ალბათ, უკვე ხავის ხელმძღვანელობით „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.
ვიგო. „ბალაიდოსი“.13 146 მაყურებელი
სელტა - ბარსელონა 3:3
გოლები: 0:1 ფატი (5), 0:2 ბუსკეტსი (18), 0:3 დეპაი (34), 1:3 ასპასი (52), 2:3 ნოლიტო (74), 3:3 ასპასი (90+6)