"კამპ ნოუზე" ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავის მართლებას არ დაიწყებს:
"აქ მომზადებული მოვედი. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გვმართებს, ბურთის ფლობა, მომენტების შექმნა და ინტენსიურად თამაში. ჩვენი მისიაა - გადავარჩინოთ ყველაფერი, რაც დაკარგულია.
დასაწყისისთვის ახალი წესები გვჭირდება. ისინი მკაცრი იქნება. ეს სიმკაცრის კი არა, ნორმის საკითხია. როდესაც ჩვენთან გასახდელში ნორმა არსებობდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა; როცა ეს არ იყო, პრობლემები იწყებოდა. ასე რომ, წესრიგი აუცილებელია. პროფესიონალები უნდა ვიყოთ.
მოლოდინი და მოთხოვნა უმაღლესია. ჩვენ არ მოვიგონებთ