ტებასი: ფატი, შესაძლოა, მბაპეს სჯობია

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს მიაჩნია, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი ანსუ ფატი პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია.

"მე მიყვარს იმას მივაქციო ყურადღება, რაც სხვა ქვეყნებში ხდება.

ჩვენ ანსუ ფატი გვყავს. ის ტრავმირებული იყო, მაგრამ დაბრუნდა და გვაჩვენა, რომ როგორც მინიმუმ კილიან მბაპეზე ნაკლები არაა, შესაძლოა, სჯობია კიდეც", - განაცხადა ტებასმა COPE-სთან ინტერვიუში.

ფატიმ ამ სეზონში პრიმერას 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა მალე ჩადგება მწყობრში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფატი მაგარია, მაგრამ მბაპემდე ბევრი უკლია ჯერ.
ალექსა
12:23 14-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული