"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ნიუკასლში" არ გადავა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
ინგლისური კლუბი გერმანელთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობდა, მაგრამ მან უარით გაისტუმრა.
29 წლის ტერ შტეგენი საუდის არაბეთის ინვესტორების მიერ "ნიუკასლის" შეძენამ შეაშფოთა და მათი წინადადების განხილვაც კი არ ჩათვალა საჭიროდ.
ტერ შტეგენის სატრანსფერო ფასი 55 მილიონი ევროა, "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 18 მატჩში 14 გოლი გაუშვა.