სამწუხაროდ, "ბარსელონას" შემტევს, სერხიო აგუეროს გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწევს. შეგახსენებთ, არგენტინელმა დისკომფორტი 30 ოქტომბერს, "ალავესთან" გამართულ შეხვედრაში იგრძნო.
მოგეხსენებათ, "ალბისელესტელი" "ბლაუგრანას" "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა მოედანზე გასვლა სულ რაღაც 5 შეხვედრაში შეძლო, გოლი კი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გაიტანა.
როგორც ესპანური მედია აცხადებს, სერხიო პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას მომდევნო კვირას გააკეთებს...
სამწუხაროდ, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი კარიერას ნაადრევად დაასრულებს, თუმცა ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია...
მომზადებულია Marca-ს მიხედვით