"სევილიამ" ბოლო წამებზე გაათანაბრა, "ატლეიკომ" მატჩის მიწურულს მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში "სევილიამ" "დეპორტივო ალავესს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

პირველ ნახევარში გულშემატკივარმა 3 გოლი იხილა, ვიქტორ ლაგუარდიამ სტუმრები მე-5 წუთზე დააწინაურა, ლუკას ოკამპოსმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 45+7 წუთზე კი ჟოზელუმ პენალტით ლაკორუნიელები კვლავ წინ გაიყვანა.

მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სევილიელები უტევდნენ, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის მთავარი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში (90+2) მოახერხეს, თავი ივან რაკიტიჩმა გამოიჩინა.

ამრიგად, "სევილია" 28 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ალავესი" 14 ქულით
მე-14 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 27 ნოემბერს, "სელტა ვიგოს" პირისპირ გამართავს.

მადრიდის "ატლეტიკომ" "ოსასუნას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

"როხიბლანკომ" ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა, თავი ფელიპემ გამოიჩინა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ მადრიდელები 26 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, "კადიზის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ოსასუნა" 19 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, შემდეგ ატჩს 30 ნოემბერს, "ელჩეს" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული