პელეგრინიმ დანაპირები შეასრულა - "ბეტისმა" სტუმრად "ბარსელონა" დაამარცხა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-16 ტურში „ბეტისმა“ გასვლაზე „ბარსელონას“ 1:0 სძლია.

ამ შეხვედრის წინ სევილიური გუნდის მწვრთნელმა პელეგრინიმ თქვა, რომ უნდა მოეგოთ და მოიგეს კიდეც, კატალონიურმა კლუბმა კი ხავის ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა.

უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლის თამაში 59-ე წუთზე კოუტინიოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დემბელემ გაამწვავა. სტუმრები თავს იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 79-ე წუთზე ხუანმიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბეტისი“ ამ მომენტისთვის მესამე ადგილზეა, ხოლო „ბარსა“ - მეშვიდეზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხავის მწვრთნელობა არ გაიშვას, პირველ თამაშში ესპანიოლთან გაუმართლდათ, ისეთი ბურთები გამაზეს ესპანიოლის ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის ბოლო ათ წუთში, ანალოგიური ვილიარეალმაც და ბოლო წუთებზე მცველის უაზრო შეცდომას მოჰყვა გოლი ვილიარეალის კარში, ბენფიკასთან მოსაგები ჰქონდათ და აქაც ბოლო წუთებზე გადარჩნენ წაგებისგან და ბეტისთან უკვე იღბალმა ვეღარ უშველა და დამარცხდნენ, რეალურად გამოჩნდა რომ ბარსა იყო ერთი კაცის გუნდი და ის ერთიც მხოლოდ ბარსაში იყო ძლიერი, თორემ სხვაგან რასაც აკეთებს კი ვხედავთ
მამუკა
23:04 04-12-2021
6
მოსალოდნელიც იყი მესის შემდეგ ეგეთი რამე იმიტომ რომ დარჩნენ საშუალო + ფეხბურთელები, მესი ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია რომელსაც მუდამ მინუმუმ 2 კაცი მეურვეობდა და სხვებს უპირატესობა ქონდათ, ეხლა კიდე 11 11ზე უწევთ თამაში და ვერ ეგუებიან, ჩემი აზრით ყველა გამისაცვლელია მესის პერიოდის ან უნდაბმოიცადინ მიმინუმ 6 თვე და დალაგდებიან
ნიმბუსი
11:54 05-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული