ხავი განრისხდა და დიდ წმენდას იწყებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" უშანსოდ დამარცხებისა (0:3) და ტურნირიდან გამოვარდნის გამო განრისხებულია და გუნდის სერიოზულად გადახალისება გადაწყვიტა.

ნამატჩევს გასახდელში დაძაბული ვითარება იყო და ხავიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, რას ნიშნავს "ბარსაში" თამაში.

ჟურნალისტი ჟერარ რომერო ირწმუნება, რომ ხავი მზადაა დაემშვიდობოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, სერჟინიო დესტსა და ფრენკი დე იონგს.

"მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, იანვარში დაგეგმილია სამუელ უმტიტის, ფილიპე კოუტინიოსა და ოსკარ მინგესას გასხვისება, აგრეთვე "სევილიადან" იჯარით აყვანილი ლიუკ დე იონგის უკან გაბრუნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
მემფის დეპაის გაყიდვას უპირებენ.

კატალონიურმა კლუბმა დაიბრუნა დანი ალვეში და ახლოსაა ფერან ტორესის (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერის განხორციელებასთან. ზაფხულში მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით ედინსონ კავანი შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მემგონი გასაშვები კი არა აქეთ ხალხია მოსაყვანი, ნეტა დე იონგს რო გაუშვებს ვინ უნდა ათამაშოს, მემგონი მედიის ჭორებია ეს ყველაფერი
ნოდო
23:22 12-12-2021
0
მოკლედ: კუმანმა დიდი ღვაწლი გაიღო "ბარსას" გაფარჩაკებაში...
თამაზ
17:16 12-12-2021
0

სიახლეები პოპულარული