ხავი განრისხდა და დიდ წმენდას იწყებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" უშანსოდ დამარცხებისა (0:3) და ტურნირიდან გამოვარდნის გამო განრისხებულია და გუნდის სერიოზულად გადახალისება გადაწყვიტა.

ნამატჩევს გასახდელში დაძაბული ვითარება იყო და ხავიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, რას ნიშნავს "ბარსაში" თამაში.

ჟურნალისტი ჟერარ რომერო ირწმუნება, რომ ხავი მზადაა დაემშვიდობოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, სერჟინიო დესტსა და ფრენკი დე იონგს.

"მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, იანვარში დაგეგმილია სამუელ უმტიტის, ფილიპე კოუტინიოსა და ოსკარ მინგესას გასხვისება, აგრეთვე "სევილიადან" იჯარით აყვანილი ლიუკ დე იონგის უკან გაბრუნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
მემფის დეპაის გაყიდვას უპირებენ.

კატალონიურმა კლუბმა დაიბრუნა დანი ალვეში და ახლოსაა ფერან ტორესის (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერის განხორციელებასთან. ზაფხულში მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით ედინსონ კავანი შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შეიძლება წლების მერე ჩამოყალიბდეს კარგ მწვრთნელად, მაგრამ იმ ხუთი მატჩიდან რაც ბარსამ ჩაატარა არაფერი ეტყობა რომ მწვრთნელი შეეცვალა, რა თამაშსაც თამაშობდა კუმანის დროს იგივეს აჩვენებს ეხლაც.სად არაბეთი და სად ლა ლიგა
მამუკა
18:20 11-12-2021
3
რაც იყო ბარსა მესიმდე?? ხუმრობთ იმედია. ბარსას ქომაგი არვარ მაგრამ მესიმდე ბარსა მართლა მომწონდა, როანალდიონიო თავისი შოუებით, ეტოო ვინც ჩემი აზრით ყველაზე მეტად ესადაგებოდა მათ სტილს, დეკუ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი ვისი თამაშიც მინახავს, მის გვერდზე ხავი-ინიესტა, ძალიან კარგი დაცვის წყვილი მარკესი-პუიოლის სახით... ჟიული, ლარსონი და სხვები შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილთა გვერდით არდავაყენო მაგრამ დღევანდელ ბარსელონაში ლიდერები იქნებოდნენ
Deqstera
20:48 11-12-2021
0

სიახლეები პოპულარული