ხავი: "მალიორკასთან" მატჩის წინ ექსტრემალურ სიტუაციაში ვიმყოფებით

AutoSharing Option
3 იანვარს, ლა ლიგის მე-19 ტურში "ბარსელონა" სტუმრად "მალიორკას" უნდა დაუპირისპირდეს. კატალონიური გუნდის მწვრთნელმა ხავიმ გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

"ექსტრემლურ სიტუაციაში ვიმყოფებით, 17-18 ფეხბურთელი გვაკლია. უმტიტი კორონავირუსით დაინფიცირდა, ორი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, ექვსი - ტრავმირებული.

ამას შეიძლება უბედურება ვუწოდოთ. "სევილიასთან" შეხვედრის წინ იგივე მოხდა, როდესაც ჩვენი ოთხი სამრეთამერიკელი მოთამაშე დროულად ვერ დაბრუნდა.

წესები მკაცრია. თან, სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა ვითამაშოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. "მალიორკაც" იგივე ვითარებაშია, ოდნავ უკეთესში. "ბარსასა" და "რეალის" კალათბურთელთა მატჩი არ ჩატარდება.

ამ
თამაშის გამართვას აზრი არ აქვს. ქაოსური სიტუაციაა, მაგრამ 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს ხავის კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც, ბარსელონას ყოფილი გულშემატკივარი, ბარსას ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ ლაპორტას კი, რაც მესის აკადრა და დაუმსახურებლად გაუშვა გუნდიდან, ამის გამო, პირადად ამ არაკაცსს, ყველაფერ ცუდსს!
გია
13:59 02-01-2022
1
ეს კაცი წუწუნს ვერ გადაეჩვია, ჯერ ბარსაში იყო ბალახის სიმაღლეზე წუწუნებდა და ახლა პანდემიის დროს როცა ხშირია ფეხბურთელების ნაკლებობა იმაზე წუწუნებს რაც ნებისმიერ კლუბს შეიძლება მოუვიდეს
Nika
18:00 02-01-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული