"ბარსელონამ" "რეალთან" მატჩისთვის ტორესის განაცხადში შეყვანა უნდა მოასწროს

AutoSharing Option
12 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონა" "რეალს" შეხვდება. As-ის ცნობით, კატალონიური კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი მწვრთნელ ხავის 48 საათის განმავლობაში ნახევარმცველ ფერან ტორესის განაცხადში შეყვანას დაჰპირდა, რათა მან მადრიდელებთან თამაში შეძლოს.

ასე რომ, თუ კორონავირუსზე ტორესის ტესტის პასუხი ურყოფითი იქნება, ის გუნდთან ერთად გაემგზავრება და სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში დააყენებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანსუ ფატიმ ტრავმა მოირჩინა და "რეალთან" მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული