Ekipa-ს ცნობით, "რაიო ვალეკანოსა" და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების 28 წლის მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი მალე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.
მხარეები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ, დიმიტრიევსკი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და "ბარსასთან" კონტრაქტის გაფორმებაღა დარჩა.
დიმიტრიევსკი "რაიო ვალეკანოში" 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ლა ლიგის 18 მატჩში 14 გოლი გაუშვა.
ის ადრე "რაბოტნიჩკიში", "გრანადასა" და ხიმნასტიკში" თამაშობდა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ღირსება კი 50 მატჩში დაიცვა.