"სევილიას" ფეხბურთელს ჯოხი ესროლეს - "ბეტისთან" მატჩი შეწყდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/8-ფინალური მატჩი "ბეტისსა" და "სევილიას" შორის შეწყდა და აღარ განახლდა.

35-ე წუთზე "სევილია" ალეხანდრო გომესმა დააწინაურა, ხოლო 39-ეზე ნაბილ ფეკირმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი კარში და ანგარიში გაათანაბრა. სანამ "ბეტისი" გატანილ გოლს ზეიმობდა, "სევილიას" ნახევარმცველ ჟოან ჟორდანს ტრიბუნიდან პლასტმასის ჯოხი ესროლეს.

მსაჯმა რიკარდო ბენკოეჩეამ თამაში შეწყვიტა და გუნდები გასახდელში გაიყვანა. შეხვედრა აღარ გაგრძელებულა, ჟორდანს კი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

მატჩი ან გადათამაშდება ან "ბეტისს" ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული