"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" მცველის, რონალდ არაუხოს გადაბირებითაა დაინტერესებული.
კატალონიური გრანდი 22 წლის სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ უთანხმდება.
El Chiringuito TV-ს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა ურუგვაელ სპორტსმენს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, "ბლაუგრანა" კი რონალდს არაუმეტეს 4 მილიონს სთავაზობს.
შეგახსენებთ, არაუხოს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება. რას გადაწყვეტს ფეხბურთელი, ეს მხოლოდ თვითონ იცის.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით