"ფინალს 3:0-ს ვიგებდი, მაგრამ დავმარცხდი..." - ანჩელოტი ლა ლიგაში დიდ უპირატესობაზე საუბრობს

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტის არ სჯერა, რომ ლა ლიგისთვის საჩემპიონო რბოლა დასრულებულია.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალს" 28 ტურის შემდეგ 66 ქულა აქვს, მეორეადგილოსან "სევილიას" კი - 56.

"არაფერი შეცვლილა, ჩვენ უპირატესობა გვაქვს და ეს კარგია. ვფიქრობ, რომ გუნდი ფიზიკურად კარგ კონდიციებშია. "მალიორკასთან" მშვენიერი მეორე ტაიმი გვქონდა, ახლა კი "ბარსელონასთან" გასამართი მატჩისთვის ვართ კონცენტრირებულნი.

ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 3:0-ს ვიგებდი, მაგრამ დავმარცხდი. იმედია, ეს აღარასდროს განმეორდება" - განაცხადა კარლომ.

შეგახსენებთ, 2005 წელს, "მილანისა" და "ლივერპულის" მატჩში, "როსონერი" 3:0-ს იგებდა, თუმცა 6-წუთიან მონაკვეთში მერსისაიდელებმა წონასწორობის
აღდგენა მოახერხეს, პენალტების სერიაში კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარცხენა წარბი ჩამოწიე გირჩევნია და ამხელა კაცი მაგ კევსაც ნუ აჯლაყუნებ.
,,,,,,,,
20:23 15-03-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული