ქართული გვარის მქონე "ბარსელონას" ძირითად გუნდში - ჩავიმ იააკობიშვილი დააწინაურა

AutoSharing Option
ქართული გვარის მქონე უნგრეთის მოქალაქემ, 16 წლის მეკარე არონ იააკობიშვილმა, დღეს "ბარსელონას" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა. 

Sport.es წერს, რომ Juvenil B-დან იააკობიშვილი და ალეიშ გარიდო დააწინაურა. 

ახალგაზრდა კარის დარაჯმა კარიერა უნგრეთში, კერძოდ, მტკ-ს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი "სანტ ჯასტის" ღირსებასაც იცავდა, 2018 წლიდან კი "ბლაუგრანაში" გადაბარგდა. 

Sport.es წერს, რომ იააკობიშვილის სახელი უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მას დიდი მომავალი 
აქვს, ფეხით კარგად თამაშობს, მოედნის მიღმა მორიდებულია, თუმცა მწვანე მინდორზე გარდაიქმნება და საკუთარი საჯარიმოდან თანაგუნდელებს ხელმძღვანელობს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუ იცით გადამეტება, ძირითადი გუნდის 80% ნაკრებშია გამოძახებული და სრულფასოვანი ვარჯიშის ჩასატარებლად ბარსა ბ დან და ჟუვენალიდან რამოდენიმე ფეხბურთელი გამოიძახა, რაც რათქმაუნდა კარგია მარა დაწინაურება და შტეგენის მაგივრად დაყენებას არ ნიშნავს.
baba
19:23 24-03-2022
6
კიდე ერთი ქართველი ბარსაში იმედია ეს მაინც დიდხანს დარჩება
შოკირებული გულშემატკივარი
19:27 24-03-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული