მსაჯმა სტუმართა კარში სამი პენალტი დანიშნა, რომელთაგან ერთი ტერ შტეგენმა მოიგერია. თითქოს დაპირისპირება ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ლ. დე იონგმა კომპენსირებულ დროში თავისი საფირმო თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე 16 მატჩში 6 გოლია.
„ბარსელონა“ 60 ქულით მე-2 ადგილზეა და 18 აპრილს პრიმერაზე „კადისს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე, 14 აპრილს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში, „აინტრახტს“ დაუხვდება.
„ბარსა“ ყველა ტურნირზე ბოლო 15 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 11 მოგება და 4 ფრე.
ობამეიანგმა ჩემპიონატზე 9 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
ვალენსია. „სიუდადი“. 20 785 მაყურებელი
ლევანტე - ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0 მორალესი (52, პენ), 1:1 ობამეიანგი (59), 1:2 პედრი (63), მელერო (83, პენ), 3:2 ლ. დე იონგი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: მარტი (53, ლევანტე)