"ბარსელონას" ცუდი ამბები გრძელდება - პედრის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ირგვლივ ცუდი ამბები გრძელდება. კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მათი ერთ-ერთი ლიდერის, პედრის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და 19 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ვეღარ იასპარეზებს.

პედრიმ დაზიანება ევროპა ლიგის პლეი-ოფში, ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ წაგებულ (2:3) მატჩში მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.

კატალონიელთა კლუბის ირგვლივ კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი იყო - "კამპ ნოუზე" 30 ათასი გერმანელი გულშემატკივარი იმყოფებოდა, როცა მათთვის მხოლოდ 5 ათასი ბილეთი იყო გამოყოფილი.

მიმდინარე სეზონში პედრის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. უახლოეს მატჩში, 18 აპრილს,
"ბარსელონა", რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ "რეალს" 12 ქულით ჩამორჩება, "კადისს" უმასპინძლებს.

alt"ბარსელონა" ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფმა გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

alt"კამპ ნოუს" 30 ათასი გერმანელის მიერ "ოკუპაცია" - ლაპორტა აღშფოთებულია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ პედრის სახეზევე ეტყობა, რომ გამოწურული ლიმონივითაა!
ნიკა
17:15 15-04-2022
2
ეჰჰ, მალე დაგვიბრუნდი ლომო
BarcaFan
19:34 15-04-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული