"ბარსელონას" ცუდი ამბები გრძელდება - პედრის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ირგვლივ ცუდი ამბები გრძელდება. კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მათი ერთ-ერთი ლიდერის, პედრის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და 19 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ვეღარ იასპარეზებს.

პედრიმ დაზიანება ევროპა ლიგის პლეი-ოფში, ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ წაგებულ (2:3) მატჩში მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.

კატალონიელთა კლუბის ირგვლივ კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი იყო - "კამპ ნოუზე" 30 ათასი გერმანელი გულშემატკივარი იმყოფებოდა, როცა მათთვის მხოლოდ 5 ათასი ბილეთი იყო გამოყოფილი.

მიმდინარე სეზონში პედრის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. უახლოეს მატჩში, 18 აპრილს,
"ბარსელონა", რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ "რეალს" 12 ქულით ჩამორჩება, "კადისს" უმასპინძლებს.

alt"ბარსელონა" ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფმა გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

alt"კამპ ნოუს" 30 ათასი გერმანელის მიერ "ოკუპაცია" - ლაპორტა აღშფოთებულია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ჯერ სულ მთლად ბავშვია.
მიიღებენ მერე ტრავმებს და დარჩება ყველაფერი უკან. ეტაპობრივად განვითარების საშუალება უნდა მიეცეთ ამასაც და გავისაც, რომელიც ჯერ სრულწლოვანიც არ არის.
Herbst
01:12 17-04-2022
1
ეჰჰ, მალე დაგვიბრუნდი ლომო
BarcaFan
19:34 15-04-2022
3

სიახლეები პოპულარული