ხავი: უფრო თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ლა ლიგაზე სახლში "კადისთან" 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"მომენტები ვერ გამოვიყენეთ. წინ უნდა ვიაროთ. ჩემპიონატის მოგების შანსს, პრაქტიკულად, გამოვემშვიდობეთ. მაქსიმალური პასუხისმგებლობა მე მეკისრება.

გუნდს მეტი ძალისხმევა უნდა გამოემჟღავნებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად უკეთ თამაში გვმართებს. დადგა მომენტი, როდესაც უფრო თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ერთიანობა გვჭირდება, ყველაფერი გვჭირდება, რათა მიზანს მივაღწიოთ.

დღეს უნდა მოგვეგო, მაგრამ წავაგეთ", - განუცხადა ხავიმ El Chiringuito TV-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი შენი და ლაპორტას ცოდვა?
ერა!
10:48 19-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული