ალბამ 90+4-ე წუთზე "ბარსას" "ბეტისთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ბარსელონამ“ ლა ლიგის 35-ე ტურში გასვლაზე „ბეტისი“ 2:1 დაამარცხა.

„ბარსა“ 76-ე წუთზე ფატიმ დააწინაურა, რომელიც შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, ანსუს ტრავმის გამო სამი თვე გაუცდა და დაბრუნების შემდეგ მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა. 79-ე წუთზე კატალონიელთა კარი თავურით ამ გუნდის ყოფილმა მცველმა ბარტრამ დალაშქრა. სხვათა შორის, ეს ბოლო ორ სეზონში მისი პირველი გოლია. შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში დანი ალვეშის ჩაწოდებულ ბურთს ალბამ უძლიერესი დარტყმით მიუჩინა ადგილი რუი სილვას კარში.

„ბარსა“ 69 ქულით მეორე ადგილზეა და 10
მაისს „სელტას“ უმასპინძლებს, ხოლო 58 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩენილი „ბეტისი“ იმავე დღეს „ვალენსიას“ ესტუმრება.

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 46 132 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ფატი (76), 1:1 ბარტრა (79), 1:2 ალბა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული