"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" დამარცხებას ელის.
"ყველა ევროპულ გუნდს "რეალის" ეშინია, "რეალს" კი - "ბარსელონასი".
პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგას "ლივერპული" მოიგებს. ისინი მადრიდელებზე ძლიერები არიან", - განაცხადა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.