მამარდაშვილის "ვალენსია" "ბეტისთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა.

გასული ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ მე-18 მატჩში ორი სეივი შეასრულა, გაშვებულ გოლებში კი მისი დადანაშაულება ძნელია.

პირველ ტაიმში თვალსასეირო თამაში არ ყოფილა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. 57-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვილიან ჟოზემ მცველების უხეირო მოქმედებით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. "ვალენსიამ" მეტოქის კარზე უშედეგოდ დაიწყო იერიშების მიტანა, ხოლო სევილიელებმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ორი გაიტანეს და ისევ სძლიეს "ღამურებს".

„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 15 მაისს გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 28 091 მაყურებელი
ვალენსია - ბეტისი 0:3
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (57), 0:2 კანალესი (87), 0:3 ბორხა იგლესიასი (90)

მკითხველის კომენტარები / 15 /
გაბრიელ პაულისტა არ ყავდა ვალენსიას და დაცვა იყო დაშლილი, ნული
irakli
10 მაისი 2022 23:08
1
ძალიან ცუდი იყო მამარდაშვილი დღეს,რომ გაიბრიქა იმიტომ არის ესე ცუდი თამაშზე,მისალმებასაც არ კადრულობს უკვე
simartle
10 მაისი 2022 23:05
83
შენ როგორი გინდოდა, რომ ყოფილიყო?
11 მაისი 2022 12:31
0
გაბრექილი სად ნახე, საინტერესოა
:)))))
11 მაისი 2022 11:05
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული