არაუხო საავადმყოფოში გონზე მოვიდა

AutoSharing Option
"სელტასთან" ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩის 68-ე წუთზე თანაგუნდელ გავისთან შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო „ბარსელონას“ მცველმა რონალდ არაუხომ, რომელიც რეანომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კატალონიურმა კლუბმა არაუხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

"ბარსა" იტყობინება, რომ არაუხოს ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში შემდგომ გამოკვლევას გაივლის.

გუნდის მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელი გონზე მოვიდა, თავის დაზღვევის მიზნით ღამეს საავადმყოფოში გაატარებს, ექიმის თქმით კი, სანერვიულო არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ლაპორტას ჩასცხოს ვინმემ, გასიებულ გამოშტერებულ თავში, მერე მოვისვენებ!
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული