აირია მონასტერი - რა ხდება "ვალენსიაში"?

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა, რაც დიდი მოულოდნელობა იყო, გუნდმა კი ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა, თასის ფინალში დამარცხდა და ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს. რბილად რომ ვთქვათ, "ღამურები" მთლად ლამაზადაც ვერ თამაშობს და გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან. ამას გარდა, კლუბს ფინანსურად არ ულხინს და რიგი წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს.

As-ის მტკიცებით, 25 წლის ნახევარმცველ კარლოს სოლერს "ბარსელონა" 20 მილიონად შეიძენს და ტრანსფერის დეტალები უკვე შეთანხმებულია. ამის გამო არაა გამორიცხული, "ვალენსიას" პრეზიდენტი ანილ მურტი გადააყენონ. Golsmedia იტყობინება, რომ მურტი სოლერს დაემუქრა და მედიაში
დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ის კლუბის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ქალაქის ხელმძღვანელობას აუგად მოიხსენიებს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მურტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი, ვინაიდან მუნიციპალიტეტი კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს და უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მურტის გადაყენების შემთხვევაში, სამუშაოდან სპორტულ დირექტორ ანხელ კორონასაც დაითხოვენ.

მთელი ამ "პროცესის" უკან "ვალენსიას" მფლობელის, პეტერ ლიმის ახლო მეგობარი, ცნობილი პორტუგალიელი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში დგას და მასზე დიდი გავლენა აქვს. როგორც ამტკიცებენ,  სინგაპურელი მილიარდერი კლუბის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

Plaza Deportiva ირწმუნება, რომ მწვრთნელ ხოსე ბორდალასის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, კონტრაქტში პუნქტი აქვთ ჩადებული, რომლის მიხედვით თანამშრომლობის ცალმხრივად გაწყვეტა შეუძლიათ, ოღონდ კომპენსაციის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

უკვე ბორდალასის შემცვლელიც შეურჩევიათ - რა თქმა უნდა, ჟორჟე მენდეშის თანამემამულე, 52 წლის რუი ვიტორია (იხ. ფოტო). ის ადრე "ბენფიკას" ედგა სათავეში, ხოლო ბოლოს "სპარტაკში" მუშაობდა, საიდანაც 2021 წელს დაითხოვეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ემერიც დაითხოვეს სპარტაკიდან!
ზვიადი
23:45 24-05-2022
1
სპარტაკში რომ მუშაობდა და დაითხოვეს, ეგეთი კაცი თუ ააყვავებს ვალენსიას!
: )))))))
22:50 24-05-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული